ხვალ დილით სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის (სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურიის მხარე) აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ 29 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ ავარიული განაცხადით 05:30 საათიდან 06:30 საათამდე 110 კილოვოლტიან სალტეზე ცხელი წერტილების აღმოფხვრის სამუშაოების მიზნით, გამოირთვება 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 31105 აბონენტს ( 17181 აბონენტი ქალაქი ზუგდიდი და 13924 აბონენტი სოფლები: კახათი, დარჩელი, ოდიში, ძველი აბასთუმანი, საანთიო, ცაიში, ზედა ეწერი და მიმდებარე სოფლები.

ასევე, 29 ივლისს 06:30 საათიდან 08:30 საათამდე ავარიული განაცხადით 110 კილოვოლტიან სალტეზე ცხელი წერტილის აღმოფხვრის სამუშაოების მიზნით გარძელდება სამუშაოები 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“-ზე, გამოირთვება 35 კილოვოლტიანი შემყვანები (გარდა ქვესადურები: ზუგდიდი-3, ნარაზენი, ყულიშკარი), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 24542 აბონენტს (12222 აბონენტი ქალაქი ზუგდიდი და 12320 აბონენტი სოფლები: კახათი, დარჩელი, ოდიში, ცაიში, ზედა ეწერი, და მიმდებარე სოფლები).

29 ივლისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ ავარიული განაცხადით 05:30 საათიდან 06:30 საათამდე 110 კილოვოლტიან სალტეზე ცხელი წერტილების აღმოფხვრის სამუშაოების მიზნით, გამოირთვება 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-1“ (ქვესადგური ხეთა-წევა), რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 1576 აბონენტს(სოფლები: ხამისკური, განთიადი).

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

სხვა ახალი ამბები: