ხვალ ორსანტიაში საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის დახურვის ცერემონიალი გაიმართება

0

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა დასრულდა. აღნიშნული  პროექტის დახურვის ცერემონიალი ხვალ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ორსანტიაში გაიმართება. ცერემონიალს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება 14.00 საათზეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ფარგლებში, 71-მდე ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრის ფილიალი ყოველთვიურად 1000-ზე მეტ სოფელს ემსახურება. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ყველა სოფელში.

ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ისე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ეროვნული არქივის  მომსახურებით.

ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურების მიღება: პენსიისა და სოციალური დახმარების აღება, ფულადი გზავნილების მიღება ან გაგზავნა, ანგარიშის გახსნა, სესხის აღება, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა.

სხვა ახალი ამბები: