ხვალ, რუხში “მარათონი 2017” გაიმართება

0

ხვალ, 11 ივნისს რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,მარათონი 2017″ გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაა.

5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია 11:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება 12:00 საათზე რესტორან „არგოდან“ აიღებს  სტარტს და რუხის სავაჭრო ცენტრთან დასრულდება. სადაც დაჯილოების ცერემონიალი და კონცერტი გაიმართება.

გარბენის გამარჯვებულები სხვადასხვა პროზებით დაჯილდოევდებიან. მათ შორისაა GemFest-ის ბილეთები, ფულადი პრიზები შპს “კედასგან” და მაღაზია „New Optic“-ის სასაჩუქრე ბარათები.

ღონისძიების სპონსორები არიან: რუხის სავაჭრო ცენტრი, Gem-fest,  კედა, წყალი „სნო“, გამაგრილებელი სასმელი „PEPSI”, რესტორანი “არგო” და საკანცელარიო სერვისი „BestCopy”.

„მარათონი 2017“ – ის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია, საპარტნიორო  ფონდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ქალაქ ზუგდიდის მერია,  ზუგდიდის ტექნოპარკი და რადიო „ათინათი“.

მარათონს, რომლის მთავარი მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა, გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, ორგანიზატორები მის ჩატარებას ყოველწლიურად აპირებენ.

 

სხვა ახალი ამბები: