ხვალ ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ ჩატარდება

0

25 ივლისს, ოთხშაბათს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 19:00სთ-ზე ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ ჩატარდება. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის, USAID-ის პროექტის ,,ზრდისა” და World Vision-ის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა  და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

დადიანების სასახლის ეზოში, ღია ცის ქვეშ, წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები სხვადასხვა ვაკანსიით/სტაჟირებით. გარდა ამისა, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. აქვე მოისმენთ სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოსვლებს მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

,,ზუგდიდი ჯობს“-ის ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება გაგრძელდება 22:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.