ხვალ ზუგდიდში სასტუმრო “რივერსაიდ ზუგდიდი” გაიხსნება

0

ხვალ, 28 მაისს 17:00 სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში კიდევ ერთი სასტუმრო “რივერსაიდ” ზუგდიდი გაიხსნება, რომელიც ერთდროულად 40-მდე ადამიანს უმასპინძლებს.

სასტუმრო აერთიანებს მოდერნისტულ და ქონთემფორარი სტილს, ევროპული კლასის მომსახურებას და კომფორტს. “რივერსაიდი” კომპანიის პირველი პროექტია და რეგიონში მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით კიდევ რამდენიმე უფრო დიდი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

სასტუმროს გახსნის ცერემონიას დაესრება ქალაქის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები.

მისამართი : ზუგდიდი, ბაქოს 55