“მე ყველას დავამარცხებ!” – გურგენ სართანია პარტიას მესამედ იცვლის

0

ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ “ქართული ოცნება” დატოვა და “პატრიოტთა ალიანსში” გაერთიანდა. როგორც სართანია აცხადებს “პატრიოტთა ალიანსშო” გაერთიანებით იგი კენჭს გამგებლის  აღცევნებში იყრის კენჭს>

“ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ. ყველას დავამარცხებ”-აცხადებს გურგენ სართანია.

ცნობისათვის, გურგენ სართანია 2012 წლის 10 ოქტომბრამდე “თავისუფალი დემოკრატების” წევრად ითვლებოდა. როგორც კი გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, სართანიამ პარტია დატოვა და “ქართული ოცნების” რიგებში გაერთიანდა. ოთხი წლის შემდეგ გურგენ სართანიამ “ქართული ოცნებაც” დატოვა და ამჟამად იგი “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ხდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბოლნისის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა.

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში მოქმედი მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები წარადგინა, რაც შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას იწვევს.

სხვა ახალი ამბები: