ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯი – ჩხოროწყუში რეკორდი დამყარდა

0

დღეს , სოფელ ახუთში, კუხალაშვილების ისტორიულ ოდაში , მსოფლიოში ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯის ეროვნული რეკორდი დამყარდა. ელარჯი გოგა თოლორდავამ და პაატა საჯაიამ დაამზადეს.

ელარჯის სიგრძემ 14 მეტრი და 80 სანტიმეტრი შეადგინა, მის მომზადებას 75 კგ. ყველი დასჭირდა.

ელარჯის რეკორდის შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა.
დამზადდა ასევე საუკეთესო მეგრული გებჟალია და სხვადასხვა მეგრული კერძი.
ღონისძიება, ყველის ფესტივალის ფარგლებში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა.

საქართველოში მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, სხვადასხვა ორგანიზაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, უცხოელი ტურისტები ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: