“მე ყველაზე ნაკლებად ვიყენებ სიტყვა “შეპირებას”, რადგან ვინც გპირდებათ, ის ყველაზე მეტად გატყუებთ”

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ 5 სექტემბერის შეხვედრები სოფელ დარჩელის ცენტრში დაასრულა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა იმ პროექტებზე რომელიც მისი გამგებლობის პერიოდში განხორციელდა სოფელ დარჩელში. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მას გაწეული სამუშაოებისათვის. ადგილობრივებმა ედიშერ თოლორაიას გვერდში დგომა და მხარდაჭერა აღუთქვეს.

“მე ყველაზე ნაკლებად ვიყენებ სიტყვა “შეპირებას”, რადგან ვინც გპირდებათ, ის ყველაზე მეტად გატყუებთ. მე არასოდეს მითქვამს და არც ვიტყვი ისეთს, რასაც ვერ გავაკეთებ და ვერ შეგისრულებთ. მე მივიღებ თქვენ შეკვეთებს!

სწორედ ამ ადგილას სადაც დღეს ვიმყოფებდით, საზეიმო ვითარებაში, 31 დეკემბერს გავხსენით ახალი პარკი და ჩვენი პირველი პრეზიდენტის, სასიქადულო მამულიშვილის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. იმ დღეს საოცრად დებნიერი ვიყავი თქვენთან ერთად. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ კარგს და მინდა გამოგიტყდეთ, რომ ყოველთვის მსიამოვნებს აქ შემოსვლა და სწორედ ამ ადგილას გავლა. ეს არ არის ედიშერ თოლორაიას გაკეთბული. ეს არის იმ გუნდის გაკეთებული, რომელიც ჩემთან იყო მთელი ამ წლების განმავლობაში.

ჩემი მთავარი მიზანი იყო და არის, რაც შეიძლება მეტად დაუახლოვდეს სოფელი ქალაქს. სწორედ ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამის, იყო ახალიწლის ღამე დარჩლში. ჩვენ ერთად, საზეიმო ვითრებაში ავღნიშნეთ ახალი 2016 წელი.

ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელლდა დარჩელში და მომავალში იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება. მე მჯერა თქვენი, ჩემი არჩევის შემთხვევაში მე ვიქნები თქვენი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც ღირსეულად გაიტანს და დაიცავს თქვენს ინტერესებს”
განაცხადა ედიშერ თოლორაიამ შეხვედრაზე

სხვა ახალი ამბები: