“კიდეც წამოვწვები და კიდეც ვითამაშებ”- ფოთის საკრებულოს წევრის ახალი იმიჯი

0

“კიდეც წამოვწვები და კიდეც ვითამაშებ თქვენ ვინ გკითხავთ?” ასე პასუხობს ქალაქ ფოთის საკრებულოს დეპუტატი მათ რჩევებს, ვინც სხდომებზე თამაშსა და წამოწოლაზე საყვედურობს, მათ შორის მმართველი გუნდიდანაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ფოთის მერის მრჩეველიც.

შორენა მირცხულავა აცხადებს, რომ “ყურშა გაყოყოჩდა” და იქვე დასძენს:

ფოთის ახალი საკრებულოს, “ქართული ოცნების” სიით მე_8 ნომრად შესული დეპუტატი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ერაგია საკრებულოს სხდომებზე ხან ჭადრაკს თამაშობს ტელეფონში და ხან წამოწოლილ_გადაშხლართული ნებივრობს! სანამ ეს გაუგებრობა ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, სოციალური თემებში გაერკვევა მანამ ზრდილობა, ეთიკა, დრესკოდის ტრენინგები ჩაუტარეთ სადმე სამადლოდ, რადგან შინაურულ რჩევებსაც არ ღებულობს “ქართული ოცნების” ადგილობრივი გუნდიდან. “კიდეც წამოვწვები და კიდეც ვითამაშებ თქვენ ვინ გკითხავთო”. ასეთი უპასუხისმგებლო და თავში ასხმული, თავდაჯერებული დეგენერატისთვის ნამდვილად მენანება ჩემი მიცემული ერთი ხმა!

სხვა ახალი ამბები: