კოკისპირულმა წვიმებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

0

კოკისპირული წვიმების შედეგად, ზემო ჭალადიდის ადმიმნისტრაციულ ერთეულში, ხორგიშის უბანში, მდინარე ცივზე დაზიანდა დამბა. ამ წუთებში მიმდინარეობს დამბის გამაგრებითი სამუშაოები. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და სამაშველო ჯგუფი. მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. ამ ეტაპზე, დატბორვის საშიშროება მოხსნილია.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სტიქიის შედეგად სხვა სირთულეები არ შექმნილა. გამართულად მუშაობს სანიაღვრე არხები. სრულ წესრიგშია დამბები მდინარე ტეხურაზე. აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად, დატბორვის რისკები მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად შემცირებულია.

სხვა ახალი ამბები: