„კოლხეთი 1913 “საქართველოს ჩემპიონატის ფლეი-აუტში იასპარეზებს

0

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2017 წლის ჩემპიიონატი 26 ნოემბერს დასრულდა.

ზედიზედ რამდენჯერმე დამარცხების შემდეგ, ფოთის საფეხბურთო გუნდის წარმატებით დასრულდა თამაში ბათუმის „დინამოსთან“.“კოლხეთი 1913“-მა გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილი დაიკავა( 36 თამაშიდან 26 ქულით) და ჩემპიონატის ფლეი-აუტში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მარტვილის „მერანი“ იქნება.

პირველი შეხვედრა ფოთში „პარკ არენაზე“ 30 ნოემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი მარტვილში, 3 დეკემბერს შედგება.

ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული გუნდი მომავალი სეზონიდან ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში იასპარეზებს.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია ფოთელ ფეხბურთელებს წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან ისინი ქალაქში ფეხბურთის განახლებულ სტადიონზე ითამაშებენ.

სხვა ახალი ამბები: