კოლური ყოფის ამსახველი მასალების გამოფენა-ექსპოზიცია ზუგდიდში

0

12356964_1044339538920913_3672910221463799878_oქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ART-გალერეაში კოლური ყოფის ამსახველი მასალების გამოფენა-ექსპოზიცია მოეწყო.

გამოფენა შეიცავდა ცაიშის, ერგეტის, ანაკლიისა და ზოგადად კოლხური კულტურის ამსახველ მასალებს, გამოფენაში წარმოდგენილი ნივთები ქალაქ ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმშია დაცული. აღნიშნული პროექტის მიზანი ეთნოგრაფიული მასალების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ისტორიული ყოფის პოპულარიზაციაა.

12371231_1044339982254202_123091786059655675_o12339489_1044339618920905_2247679353404540506_oგამოფენაზე არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა კოლხურ ყოფასა და გათხრების შედეგად აღმოჩენილ ნივთებზე ისაუბრა.  ფოტო გამოფენა არტ გალერეში რამდენიმე დრეს გასტანს, რის შემდეგაც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში მუდმივმოქმედ ექსპოზიციად გამოიფინება.