კომერციულ ბანკებში ერთი დოლარი 2.545 ლარი ღირს

0

dolari-lariსაქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღეს კომერციულ ბანკებში ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაფიქსირდა. საქართველოს ბანკში ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე 2 ლარი და 545 თეთრია, თიბისი ბანკში კი 2.543.

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ გაცვლით კურსს დღეს ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად 17:00 სააათზე დაადგენს. ამ დროსათვის ლარის ოფიციალური გაცვლით კურსი დოლართან მიმართებაში 2.4923 ლარია.

სხვა ახალი ამბები: