კომპანია „ლაზმა“მაღალხარისხოვანი ჩაის შერჩევითი კრეფა დაიწყო

0

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების უმთავრეს მიზანს საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება და ჩაის წარმოების ხელშეწყობა, მაღალი ხარისხის ჩაის, მათ შორის, ბიოჩაის წარმოების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროგრამის ფარგლებში, 23 აპრილს წალენჯიხის კომპანია „ლაზმა“ დაიწყო მაღალხარისხოვანი ჩაის შერჩევითი კრეფა. პირველ დღეს მოიკრიფა 200 კგ. უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთოლი. 1 კგ. ჩაის ფოთლის ღირებულება შეადგენს 6-12 ლარს. აღნიშნული ნედლეული გადამუშავდა ჩინეთიდან მიღებულ ახალ დანადგარზე. ჩაის კრეფაში მონაწილეობდა 80 მეჩაიე. გადამუშავებაში მონაწილეობას ღებულობდა ჩინური კომპანია „პეკინის“ პრეზიდენტი ჩენი.

მწვანე ჩაის ტექნოლოგიის ანალოგი კი ანალოგი საქართველოში არ არის. აქედან გამომდინარე, კომპანია ლაზში სტუმრად იმყოფებოდნენ შპს პეკინის ძინფენ ჰანიეს სოფლის მეურნეობის განვითარების კომპანიის, ს.ს ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგ ჯგუფის წარმომადგენლები.

ჩამოსულ სტუმრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც კომპანია „ლაზი“-ს ხელმძღვანელთან და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად დააგემოვნეს ახლადწარმოებული პროდუქცია.

სხვა ახალი ამბები: