კომპანია “პრაიმედმა” განმუხურის აკვაპარკში პირველადი დახმარების სამედიცინო ცენტრი აამოქმედა

0

გადაუდებელი სასწრაფო დახმარების მიზნით სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედმა” განმუხურის აკვაპარკში სამედიცინო პუნქტი გახსნა, რომელიც Gem fest-დან აკვაპარკში მოხვედრილ სტუმრებს საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემთხვევაში კი დაშავებულ პაციენტებს დარჩელის საავადმყოფოში გაუწევს ტრანსპორტირებასა და შესაბამის სამედიცინო დახმარებას.

“ცვენ მზად ვართ ჩვენთან შემოსულ ყველა პაციენტს გავუწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ეს შეეხება დამწვრობებს, წნევის რეგულირებას და სხვა სიმპტომებს, რომელიც გამოვლინდება ამა თუ იმ პაციენტში. გვაქვს შესაბამისი რესურსი, რომ გავუწიოთ პირველადი დახმარება და გართულებების შემთხვევაში კონკრეტული პაციენტები მოვათავსოთ დარჩელის საავადმყოფოში, რომელიც კომპანია “პრაიმედს” ეკუთვნის,-აცხადებს სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” წარმომადგენელი.

სხვა ახალი ამბები: