კორცხელის 54-ე უბნის ხმები დათვლილია, მონაცემები კი უცვლელი – საოლქო კომისია დათვლას აგრძელებს

0

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ 53-ე და 54-ე უბნების ხმების ხელახალი დათვლის შემდეგ ერთ-ერთ უბანზე შედეგები იგივეა-მონაცემები უცვლელია. რაც შეეხება მეორე უბანს, ხმების გადათვლა ჯერ არ დასრულებულა.

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიამ “ქართული ოცნების” მოთხოვნა დააკმაყოფილა და ხმების თავიდან გადათვლაზე გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიამ “ქართული ოცნების” კანდიდატის საჩივრის საფუძველზე მიიღო. ამ გადაწყვეტილებას “ნაციონალური მოძრაობა” უკანონოს უწოდებს.