კუნძულის სანაპირო ზოლის მოწყობასთან დაკავშირებით ფოთის მერმა შეხვედრა გამართა

0

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კუნძულის უბნის მოსახლეობას შეხვდა და ზღვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის საპროექტო წინადადებები გააცნო.

პროექტით, რომლის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარია, ფილებისა და ჯებირის რეაბილიტაცია, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლის, ავტოსადგომის და სხვა ობიექტების მოწყობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

აღნიშნული პროექტი ახალ ბიზნეს წამოწყებებსაც შეუწყობს ხელს. უბნის მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების გეგმას პოზიტიურად აფასებს.

კუნძულის უბნის რეაბილიტაციის პროექტი ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და უშუალო ჩართულობით ხორციელდება. იგი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდება.