კუნძულის სანაპირო ზოლზე ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

ფოთის მუნიციპალიტეტში, კუნძულის სანაპირო ზოლზე, ბულვარის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარის ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათება. ამ ეტაპზე კი სველი წერტილების ( საშხაპე, საპირფარეშო) მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა.

სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს დასრულდება. მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ‘’ტოტალი’’ ახორციელებს. სანაპირო ზოლის მოწესრიგებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 168 722 ლარია გამოყოფილი

სხვა ახალი ამბები: