კვლევების შედეგები – რატომ ამჯობინებენ ქართველები არასაბანკო სესხების აღებას?

0

ფინანსურმა პორტალმა topsesxi.com-მა ჩაატარა კვლევები, რომელთა მიზანი იყო გაერკვია ქართველების დამოკიდებულება ონლაინ სესხების მიმართ.

კვლევების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო გაერკვია, თუ რატომ ამჯობინებენ ქართველები სწრაფ ონლაინ სესხებს, ვიდრე ბანკიდან სესხის გამოტანას.

„მომხმარებლის მოსაზრება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან იგი გვაძლევს საშუალებას დავხვეწოთ ჩვენ ვებ-საიტზე განთავსებული მასალები. კვლევების შედეგად, დავადგინეთ ქართველი ხალხის აზრი პასუხისმგებლობით სესხებაზე და განვსაზღვრეთ მათი ცოდნა ონლაინ სესხების შესახებ“ – განაცხადა topsesxi.com-ის მთავარმა რედაქტორმა ბატონმა კაზლაუსკამ.

გამოკვლევების შედეგები

გამოკვლევები გვიჩვენებს რომ რესპოდენტთა 65% კმაყოფილია არასაბანკო სესხებით, ხოლო გამოკითხულთა ნახევარზე მეტი -53% ახლობლებს ურჩევდნენ ონლაინ სესხებს.

გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ ზოგადად ონლაინ სესხები საჭირო პროდუქტია.

ჩვენ დავადგინეთ, რომ ასეთ სესხებში მომხმარებელს ყველაზე მეტად, მისი აღების სისწრაფე ხიბლავს. გამოკითხულთა 29%, სწორედ ამ მიზეზს ასახელებს, ასეთი სესხების უპირატესობად.

რესპოდენტთა 18% იმიტომ სარგებლობს არასაბანკო სესხებით, რადგან მათ ბანკებმა განუცხადეს უარი, ხოლო გამოკითხულთა 16% ძირითად მიზეზად ასახელებს იმ ფაქტორს, რომ არასაბანკო სესხებს ღებულობს უფრო დაბალი შემოსავლის ფონზეც.

მომხმარებელთა 15%-ს არასაბანკო სესხი ურჩევნია, რადგან ხშირად პირველი სესხი უპროცენტოა. 12% ასეთი მიზეზად ასახელებს ინტერნეტის მეშვეობით სესხის აღების შესაძლებლობას.

კვლევებით ასევე დადგინდა სესხის შერჩევის განმაპირობებელი მიზეზები. გამოკითხულ მომხმარებელთა 40%-სთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა პირველი სესხი უპროცენტო, 29% ყურადღებას აქცევს რამდენად დაბალია სესხის პროცენტი, 16%-სთვის გადამწყვეტი ფაქტორია თანხის ოდენობა. 11% აცხადებს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სესხის აღების სხვა პირობები.

გამოკითხვის მიზანი იყო ასევე გაგვერკვია, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან სესხის დაბრუნების საკითხს მომხმარებლები. რესპოდენტების 88% დიდ ყურადღებას აქცევს თანხის უკან დაბრუნების საკითხს.

კვლევებით დადგინდა ასევე სწრაფი სესხების მიზნობრიობის საკითხიც. მომხმარებელთა 30% ამას აკეთებს ყოველდღიური საჭიროებებისთვის; 13% – დაუგეგმავი ხარჯებისთვის; 10% – სამედიცინო ხარჯებისთვის, 37% – სხვა ხარჯებისთვის.

გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, topsesxi.com განაგრძობს ფინანსური საკითხების მიმოხილვას და შესაბამისი რჩევების მიწოდებას მოსახლეობისთვის.

აღნიშნული გამოკითხვა topsesxi.com-მა ამ წლის თებერვალში ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა ინტერნეტის მეშვეობით და მასში 1,073 ქართველი მონაწილეობდა, 18-74 ასაკის ფარგლებში. გამოკითხვის შედეგები იხილეთ სრულიად – topsesxi.com-ზე.

Topsesxi.com არის ფინანსური მედია პორტალი, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს 2015 წლიდან. მისი მიზანია მოსახლეობისთვის რჩევებისა და ინფორმაციის მიწოდება ფინანსურ საკითხებზე, მათ შორის არასაბანკო სესხების შესახებ. მეტი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ საიტს.

 

სხვა ახალი ამბები: