ლალი ანთია SMO NEWS-ის რედაქტორის მისამართით იმუქრება!- მოქალაქე ვებ გვერდიდან მასალების წაშლას ითხოვს

0

მოქალაქე ლალი ანთია საინფორმაციო სააგენტო SMO NEWS-ის მთავარ რედაქტორს მალხაზ ბასილაიას ემუქრება. ლალი ანთია დღეს მალხაზ ბასილაიას სიდედრს საკუთარ სახლში ქუჯის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებულ კორპუსში მიადგა და შუამავლობა სთხოვა. ანთია ითხოვს SMO NEWS-ის რედაქტორმა სააგენტოს ვებ გვერდიდან ყველა ის მასალა წაშალოს, რომელიც ლალი ანთიას საქმიანობას ეხება.

შესაბამისად, SMO NEWS-ის მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავებს მიმართავს.

“მოქალაქე ლალი ანთია ითხოვს ის მასალები წავშალო, რომელიც საინფორმაციო სააგენტო smo news-ში გამოქვეყნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრება იმით, რომ შვილს დამიწყევლის და მისი შვილები კი მე მცემენ!
არ მეშინია არც მისი შვილების მუქარის და არც მისი წყევლის. ასე, რომ მე როგორც smo news-ის მთავარი რედაქტორი არსებულ მასალებს ლალი ანთიასთან დაკავშირებულს არც წავშლი და არც

ჟურნალისტურ გამოძიებას შევწყვეტ!

ლალი ანთია ისევ აპირებს ღამის საათებში სიდედრ-სიმამრის სახლში მისვლას და ულტიმატუმზე პასუხს ელოდება!”-ნათქვამია მალხაზ ბასილაიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: