ლაშა დამენია მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს პასუხობს

0

“თუ ყოფილი პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ზუგდიდში ადგილობრივმა ლიდერებმა წააგებინეს სანდრა რულოვსს, ეს ისევ მათი პრობლემაა”-აცხადებს პარლამენტის წევრი ლაშა დამენია, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო შტაბს ზუგდიდში ხელმძღვანელობდა.

“თავად ქაალბატონი სანდრა იყო ყველაფრის მოწმე თუ ვინ როგორი მონდომებით მუშაობდა ზუგდიდის შტაბში. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში კანდიდატი დროულადაც არ იქნა წარდგენილი და წინ მხოლოდ ერთი ტქვე გვქონდა მისი წარდგენიდან. ამას ისიც ემატებოდა, რომ სანდრა რულოვსი საარჩენო სიის მეორე ნომერი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან”. მას უწევდა სწორედ ამის გამო სხვადასხვა რეგიონში მოძრაობა, ზუგდიდი კი განზე რჩებოდა. მოკლედ რომ ვთქვათ სანდრა რულოვსის წინასაარჩევნო კაამპანია არასრულფასოვანი იყო, რამაც ასახვა ჰპოვა შედეგებზეც.

რაც შეეხება თავად პარტიას, “ნაციონაალურმა მოძრაობამ” საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ზუგდიდში გაიმარჯვა. აქედან გამომდინარე ბრალდებები უსაფუძვლოდ მიმაჩნია”,-აცხადებს პარლამენტარი ლაშა დამენია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანდრა რულოვსს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივმა ლიდერებმა არჩევნები წააგებინეს. ყოფილმა პრეზიდენტმა სატელევიზიო ინტერვიუში არ გამორიცხა მათი თანამშრომლობა მოწინააღმდეგე მხარესთან.

“სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” წაეგო ყველა მაჟორიტარული არჩევნები. ყველამ იცის, რომ სანდრას არჩევნები არ წაუგია, სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია, სანდრას წააგებინეს არჩევნები, მათ შორის, ჩვენი წარმომადგენლების სისუსტის და არამხოლოდ სისუსტის პირობებში, საარჩევნო უბნების დიდ ნაწილში ვიდეოკამერები არ მუშაობდა, ერთი ვიდეოკადრი არ არსებობს უბნების დარბევის. იქ ადგილზე ლიდერებმა, არამხოლოდ გამოიჩინეს წარმოუდგენელი სისუსტე, არამედ არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირ ეთანამშრომლნენ, ვისაც არ უნდოდა სანდრას გამარჯვება,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: