ლაშა გოგია: არასდროს დაგპირდებით იმას რასაც ვერ გავაკეთებ

0

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია, კოლხეთის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ლაგვილავასთან ერთად ამომრჩეველს შეხვდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა შეკრებილებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა წარუდგინა.

,,მე არასდროს დაგპირდებით იმას რასაც ვერ გავაკეთებ, მე არ მოვდივარ სურვილებით მე თქვენთან მოვდივარ კონკრეტული სამოქმედო გეგმით, სადაც გათვალისწინებულია ყველა მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხის გადაჭრა. ჩვენ არ გვექნება წყლის, წყალარინების და გზის პრობლემა, ჩვენ გვექნება სრულად რეაბილიტირებული თეატრი და ბოტანიკური ბაღი. ჩვენ ვიზრუნებთ მათზე ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, უსახლკარო და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ოჯახებს სახლებს ავუშენებთ უკვე ქალაქის ტერიტორიაზეც. გავაორმაგებთ განათლების ბიუჯეტს, ავაშენებთ ახალ საბავშვო ბაღებს, მასწავლებლების მგზავრობა გახდება უფასო, გავზრდით სტიპენდიანტთა რაოდენობას, ნიჭიერ ახალგაზრდებს დავუფინანსებთ უცხოეთში სწავლებას. ჩვენ თქვენთან ერთად შევქმნით უკეთეს ზუგდიდს” – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ლაშა გოგიამ შეხვედრის მეორე ნაწილში მოქალაქეების კითხვებს უპასუხა და მათ საჭიროებებს ინდივიდუალურად გაეცნო.

სხვა ახალი ამბები: