ლაშა გოგია ჭკადუაშის ამომრჩევლებს შეხვდა

0

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგიაჭკადუაშის ამომრჩეველებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა ზარქუა   წარუდგინა. ლაშა გოგიამ ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას გზა წარმოადგენდა, რომლის მოგვარება ჩვენ შევძელით, განვახორციელეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 700 000 ლარამდე დაჯდა, მომდევნო წელს განვახორციელეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები მესამე ეტაპს. ასევე მოვაგვარეთ სასმელი წყლის პრობლემა, მოვაწყვეთ წყალმომარაგების ქსელი, რომლის ღირებულებამ 200 000 ლარამდე შეადგინა“-აღნიშნა მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ.

შეხვედრის ბოლოს ლაშა გოგიამ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, სადაც გათვალისწინებულია გარე განთებისა და წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, გზის რეაბილიტაცია.

სხვა ახალი ამბები: