ლაშა გოგია – ჩვენ არ მოვდივართ სურვილებით, ჩვენ მოვდივართ კონკრეტული სამოქმედო გეგმით

0

ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდიატი ლაშა გოგია მაცხოვრის კარის უბანში ამომრჩეველს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თაზო ფაცაცია წარუდგინა.

ლაშა გოგიამ მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

“ჩვენ არ მოვდივართ სურვუილებით, ჩვენ მოვდივართ კონკრეტული სამოქმედო გეგმით და საქმით. არსებული პრობლემები ჩვენს მიერ შესწავლილია და შევქმენით 4 წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გაწერილია და მოიცავს მუნიციპალიტეტის განვითარების კონკრეტულ სამუშაოებს. ჩვენ გვექნება ეფექტური, მოქნილი მერია, რომელიც მოქალაქეთა საჭიროებებზე იქნება მორგებული. მომავალი წლიდან უკვე ქალაქში დავნერგავთ სოციალური სახლების პროექტს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც მძიმე პირობებში ცხოვრობენ, ახალ, ევროპული სტანდარტების სახლებს ავუშენებთ. ჩვენ არ ვაპირებთ კაბინეტებში ჯდომას, ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით, პრობლემების მოსაგვარებლად, ისევე როგორც ეს იყო გასული ცხრა თვის განმავლობაში, როცა მე ვიყავი ზუგდიდის გამგებელი” – განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ და ქალაქის მოქმედ მერს ირაკლი გოგოხიას განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ამომრჩეველს მიმართა პრესოვკა-მახარაძის უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თაზო ფაცაციამ.

ამომრჩევლთან გამართულ შეხვედრას ქალაქის ხუთივე უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.

სხვა ახალი ამბები: