ლაშა გოგია – ჩვენ უნდა შევუქმნათ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები

0

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ბარამიას ქუჩაზე დევნილებს შეხვდა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თაზო ფაცაციასთან ერთად ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი გეგმა წარუდგინა.

„ეს ჩასახლება სახეა იმისა, თუ როგორ ზრუნავს მთავრობა დევნილებზე. ეს არის უმაღლესი სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მთლიანად გათვლილია თქვენს კომფორტზე. აქ ამ ადგილას სულ 26 თორმეტსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება და 2016 ოჯახი  ბინას მიიღებს. გარდა ამისა, ჩვენ, დევნილთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ დამატებით ტერიტორიების გამოყოფასა და ახალი კორპუსების აშენებაზე. მანამ, აფხაზეთში დაბრუნებამდე ჩვენ უნდა შევუქმნათ თითოეულ დევნილ ოჯახს ღირსეული საცხოვრებელი პირობები. ჩვენი მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთბს“ – განაცხადა ლაშა გოგიამ შეხვედრაზე.

მერობის კანდიდატი დევნილთა ჩასახლებაში გამართული შეხვედრის შემდეგ თათარიშვილის  და ლომთათიძის ქუჩის მცხოვრებლებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა.

„თქვენი თვალით ხედავთ იმ უმნიშვეშვნელოვანეს პროექტებს რაც ჩვენს ქალაქში ხორციელდება, ამ ქუჩაზე უკვე მოეწყო წყლის სისტემა, ახლა კი წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის საუკუნის პროექტები და ამ სამუშაოებისთვის ჯამში 172 მილიონი ლარი იხარჯება“ – განაცხადა თათარიშვილი ქუჩაზე შეხვედრის დროს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ კარდაკარ შეხვედრები უკვე გამართა 30-ზე მეტ ქუჩაზე.

სხვა ახალი ამბები: