ლაშა გოგია – ჩვენ ვაგრძელებთ მიმდინარე და დასრულებული პროექტების დათვალიერებას

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან, გამგებლის პირველ მოადგილე მამუკა წოწერიასთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, კორცხელში, ტყაიასა და გრიგოლიშში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში ჭკადუაშთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

ხიდის მშენებლობა მოსახლეობის თხოვნით ხორციელდება. ახალი ხიდი მათ უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს. პროექტის საერთო ღირებულება 126 917 (ას ოცდაექვსი ათას ცხრაას ჩვიდმეტი) ლარს შეადგენს.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტების დათვალიერებას. დღეს კორცხელის, გრიგოლიშისა და ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულებში ვიმყოფებოდით. კორცხელში რკინა -ბეტონის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც კორცხელს ჭკადუაშთან დააკავშირებს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ამ ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი ხიდი არ არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. ჩვენ მოსახლეობის თხოვნა გავითვალისწინეთ და ხიდის მშენებლობა დავიწყეთ, რომლის სიგრძე 18 მეტრი, სიგანე კი 4 მეტრია. დღესვე დავათვალიერეთ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრიგოლიშსა და ტყაიაში. ტყაიაში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დასრულდა“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 620 მეტრს, სიგანე კი 6 მეტრს შეადგენს. ეწყობა ბეტონის საფარი. გრიგოლიშის გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს.

პროექტის ღირებულება 251, 251 ( ორას ორმოცდათერთმეტი ათას ორას ორმოცდათერთმეტი) ლარია.

გრიგოლიშის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგებელს წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა. ლაშა გოგიამ შესაბამის სამსახურებს პრობლემის შესწავლა დაავალა.

გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი დასრულდა ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში. რეაბილიტირდა 820 მეტრისა და 5, 60 მეტრი სიგანის გზა. მოეწყო ბეტონის საფარი.
ტყაიას გზაზე ინტენსიური მოძრაობაა და თვეში საშუალოდ ამ გზით 4000-მდე ადამიანი სარგებლობს. პროექტი ღირებულება 387,636 ლარია.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: