ლაშა გოგია – ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას

0

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატად წარდგენილი ლაშა გოგია მუნიციპალიტეტის პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს.  ამასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და გამგებლობის კანდიდატი სპეციალურ მიმართვას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ახალი ამბების სააგენტო smo news გთავაზობთ ლაშა გოგიას მიმართვას უცვლელად.

”მასწავლებლობა ერთ-ერთი საპატიო და რთული პროფესიაა. ჩვენი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში მათი როლი განუზომელია. მოსწავლე დღის პირველ ნახევარს სკოლაში ატარებს, მეორე ნახევარს კი სახლში, სწორედ ამიტომ არის მასწავლებლისა და მშობლის როლი ბავშვის აღზრდაში გათანაბრეული. მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული. საკუთარი მაგალითით ვიტყვი, რომ მყავდა პედაგოგები, რომელთაც ძალიან შემაყვარეს საგნები. მათ დიდი როლი მიუძღვით როგორც ჩემს განათლებაში, ასევე პიროვნულ აღზრდაში.

ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ხელფასების ზრდას, მათი მოტივაციის გაზრდას. ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორის დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!“ – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ოქტომბერს პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. smo news უერთდება მილოცვას და ყველა პედაგოგს რეგიონის მასშტაბით ულოცავს აღნიშნულ დღეს.

სხვა ახალი ამბები: