ლაშა გოგია -ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია

0

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია  სოციალურ ქსელ facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ვინაიდან ჩემს სტატუსს მოყვა დიდი აჟიოტაჟი, მინდა საჯაროდ და გარკვევით ვუთხრა ყველას:

პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში. თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. (სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან)

ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას.