ლაშა გოგია – ჩვენთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, მოსახლეობასთან შეხვედრები და საჭიროებების ადგილზე გაცნობა დაიწყო.

,,ჩვენთვის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია, ჩვენი შეხვედრების მიზანი კი პრობლემების შესწავლა და პრიორიტეტის განსაზღვრაა“. – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

მერი საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ოდიშისა (თეატრის წინ მდებარე კორპუსები) და მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში მაცხოვრებლებს შეხვდა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა, მათი პრობლემები მოისმინა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

მოსახლეობამ ძირითად პრობლემებად ლიფტების, გზებისა და სათამაშო მოედნების საკითხი დაასახელა.
როგორც მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის მერმა განუმარტა, ლიფტების საკითხზე მუშაობა დაწყებულია და ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება, დაგეგმილია სათამაშო მოედნების განახლებაც, გზების ორმული შეკეთება კი უახლოეს დღეებში დაიწყება. დაგეგმილია თეატრის მიმდებარედ ნინოშვილის, ყურწუას და სხვა უბნებზე მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება და სკვერების კეთილმოწყობა.

ლაშა გოგია მოსახლეობასთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.