ლაშა გოგია და დავით კოდუა მსოფლიო ჩემპიონს დავით ქირიას შეხვდნენ

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან და მერის მოადგილე მაიზერ ნანავასთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონს, დავით ქირიას შეხვდა.

მერმა, სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, ფულადი ჯილდო 2000 ლარი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მის მწვრთნელს ბაჩუკი ფარცვანიას კი საჩუქრად 1000 ლარი გადაეცა.

დავით ქირია ორგზის მსოფლიო ჩემპიონია გლორისა და საკატეს ვერსიით, ის ასევე ევროპის ჩემპიონია კარატეში.

სპორტსმენმა 2017 წლის 25 ნოემბერს პარიზში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი შეხვედრა გამართა, სადაც ფინალში დიდი უპირატესობით მოქმედი ჩემპიონი, ფრანგი ლუდოვიკ ნასიბოუ დაამარცხა და ფრანგულ კიკბოქსინგში მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ქამარს.

ლაშა გოგიამ დავით ქირიას წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სხვა ახალი ამბები: