ლაშა გოგია – დიდინეძი-კახათის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

0

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია დიდინეძის ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კუკავა წარუდგინა. ლაშა გოგიამ ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

„წელს დიდინეძში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას ვიწყენთ. ეს არის დიდინეძი-კახათის 5200 მეტრი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, რომელიც 2 505 200 ლარი იხარჯება. გზის რეაბილიტაციასთან ერთად გათვალისწინებულია ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის, ეზოში მიერთების და შესასვლელის მოწყობა. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ასევე მოხდება გარე განათების და ცენტრის კეთილმოწყობა და რაც მთავარია, მოხდება საბავშო ბაღის რეაბილიტაცია“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ

დიდინეძს ადმინისტრაციულ ერთეულში მოხდა შიდა გზების რეაბილიტაცია, მოეწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე ერთ ოჯახს აუშენდა საცხოვრებელი სახლი.

შეხვედრის ბოლოს კანდიდატმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

სხვა ახალი ამბები: