ლაშა გოგია – ყულიშკარი-უჩაშონას დამაკავშირებელი გზა აშენდება

0

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს  ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ყულიშკარის   ამომრჩეველებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პროკოპენკო   წარუდგინა. ლაშა გოგიამ შეხვედრაზე, ყულიშკარში განხორციელებულ პროექტებზე და  საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

„ყულიშკარში ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენდა, რომელის მოგვარებაც ჩვენ შევძელით. მიმდინარეობს  წყალმომარაგების ქსელის მოწყობა, რომლის ღირებულება  მილიონ ნახევრ ლარს შეადგენს. ჩვენ აქ მოვაწესრიგეთ შიდა გზები, მოვაწყვეთ სანიაღვრე არხები, მილხიდები,  სკოლას ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, განვახორციელთ ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

შეხვედრის ბოლოს მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმა გააცნო, სადაც გათვალისწინებულია ყულიშკარი-უჩაშონას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.

ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახლკარო და მძმე სოციალური პირობების მქონე ბენეფიციარებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამით საცხოვრებელი სახლი ორ ოჯახს აუშენდა, მიმდინარეობს ერთი სახლის მშენებლობა.

სხვა ახალი ამბები: