ლაშა გოგია – ყველა სოფელს გზა, გარე განათება, სანიაღვრე არხები და მოგვარებული წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის მოადგილეებმა და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ, სამუშაო კვირა გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვით დაიწყეს, რომელიც დასახლების საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად დასახელდა.

დასახლების კრებებზე, ცენტრალური და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, ასევე წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება დასახელდა.

“მუნიციპალიტეტის გამგეობა, ყველა იმ პროექტს ეტაპობრივად განახორციელებს, რაც დასახლების კრებებზე მოსახლეობამ დაასახელა. ინფრასტრუქტურა 2016 წელს ჩვენი პრიორიტეტი იყო და წელსაც პრიორიტეტად რჩება. ჩვენი მიზანია, ყველა ის სიკეთე რასაც მოსახლეობისთვის ვაკეთებთ, თითოეულ ოჯახამდე მივიდეს. ყველა სოფელს კეთილმოწყობილი გზა, გარე განათება, მოწესრიგებული სანიაღვრე არხები და მოგვარებული წყალმომარაგება უნდა ჰქონდეს”,-განაცხადა ლაშა გოგიამ.

სხვა ახალი ამბები: