ლაშა გოგია კოკსა და ხურჩაში ამომრჩევლებს შეხვდა

0

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ხურჩასა და კოკში  ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირუზა კაკავა  წარუდგინა. მერობის კანდიდატმა  ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და ზუგდიდის განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

„ჩვენ ხურჩასა და კოკში განვახორციელეთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომლებიც თქვენ საჭიროებებზე იყო მორგებული. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც  განვახორციელეთ, იყო გაზიფიცირება ორივე ადმინისტრაციულ ერთეულში. დღეს, თითოეულ ოჯახს მიეწოდება ბუნებრივი აირი. მოხდა კოკი-ხურჩასა და კოკი-ორსანტიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მოწესრიგდა შიდა გზები, მოეწყო გარე განათება, სანიაღვრე არხები, ხიდ-ბოგირები, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით  100 ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა“- განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

შეხვედრის მეორე ნაწილში, მერობის კანდიდატმა ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. გრძელდება კოკი-ორსანტიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი, რომლის ღირებულება 630 000 ლარს შეადგენს. ასევე,  მდ. ენგურზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობა.

კოკის ადმინისტრაციულ ერთეულში, უსახლკარო და მძმე სოციალური პირობების მქონე ბენეფიციარებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამით  საცხოვრებელი სახლი სამ ოჯახს აუშენდა, მიმდინარეობს ერთი სახლის მშენებლობა, მუნიციპალიტეტის ახალ პროექტში  „ერთი თბილი ოთახი“  კოკიდან ერთი ოჯახი ჩაერთო.

შეხვედრის დასასრულს ლაშა გოგიამ ამომრჩევლის შეკითვებს უპასუხა.

სხვა ახალი ამბები: