ლაშა გოგია მაჟორიტართან ერთად შეხვედრებს განაგრძობს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი(დაჩი) ბერაიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავასთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

ლაშა გოგია დღეს, ახალსოფელის, ჯუმის, ერგეტას, ცვანეს, ნარაზენისა და შამადელას მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობამ ძირითად საკითხად შიდა გზების, წყალმომარაგებისა და აზიური ფაროსანას პრობლემა დაასახელა.

ლაშა გოგიას განმარტებით, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია სოფლებში უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად ყველა სოფლის შიდა საუბნო გზა რეაბილიტირდება.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეორე ეტაპი კი უკვე დაწყებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ თერმული ნისლის გამოყენებით მუშავდება სიმინდის ყანები და თხილნარი. ფართობების დამუშავება მოხდება ყველა პრობლემურ სოფელში. იწამლება სიმინდის პლანტაციები.

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში არსებულ ვითარებას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი გრეგ კრავჩუკი ადგილზე ეცნობა. ამერიკის წამყვანი ენტომოლოგი საქართველოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი არსებული ვითარების ანალიზს გააკეთებს და საქართველოს მთავრობას შესაბამის რეკომენდაციებს მისცემს.

ახალი გზა დაიგება ახალსოფელის ცენტრიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე და ნარაზენის ცენტრალური გზიდან ოფაჩხაფუს ცენტრამდე.

რეაბილიტირდება ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

სხვა ახალი ამბები: