ლაშა გოგია მერობის კანდიდატად ოფიციალურად დღეს დარეგისტრირდა

0

ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” ლაშა გოგია დღეს, 21სექტემბერს ოფიციალურად დარეგისტრირდა ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. ლაშა გოგია მხარდამჭერებთან ერთად გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში და წარმატებით გაიარა რეგისტრაცია.

ლაშა გოგიას, როგორც მერობის ერთ-ერთ კანდიდატს მიენიჭა საარჩევნო ნომერი 41. ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” დღეიდან იწყებს ფართომასშტაბიან წინასაარჩევნო შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან.

პირველ შეხვედრას ლაშა გოგია დღეს, სოფელ ჭაქვინჯში 19.00 საათზე გამართავს.