ლაშა გოგია – მერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის

0

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგოიას განცხადებით, ზუგდიდში მშვიდი საარჩევნო გარემოა და არანაირი ექსცესები მოსალოდნელი არ არის. გოგია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” უპირობო ლიდერია და მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

“არჩევნები ზუგდიდში სრულიად მშვიდ ვითარებაში ჩატარდება. რაც შეეხება წინა დღეებში მომხდარ ინციდენტს, ეს იყო პროვოცირებული გარკვეული პოლიტიკური ძალის მიერ, რომელსაც ფაქტიურად არანაირი გავლენა არ მოუხდენია წინასაარჩევნო გარემოზე. ასეთი სახის პროვოკაციები შემდგომშიც არ გამოირიცხება, თუმცა საერთო ჯამში ჩვენთან სიმშვიდეა. მერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდად ჩაივლის”,-აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია.

სხვა ახალი ამბები: