ლაშა გოგია – მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ

0

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისია, დღეს პირველ სხდომაზე შეიკრიბა და საორგანიზაციო საკითხები განიხილა. სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა.

2017 წელს სახლების მშენებლობის პროექტში გარკვეული სახის ცვლილებები იგეგმება. შესატან ცვლილებებზე კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილება შეიძლება შეეხოს ერთოთახიან სახლებს და მათი ფართი გაიზარდოს, სახლების ფერს კი ოჯახები სამი ფერიდან სასურველს თვითონ შეარჩევენ. ვინაიდან სოფლებში საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა, სხდომაზე აღნიშნული საკითხიც იქნა განხილული.

კომისიის წევრებმა საცხოვრებელი სახლებისთვის დახურული ტიპის საკანალიზაციო ჭის მიერთების საკითხზე იმსჯელეს, რათა აღნიშნული პრობლემა მარტივად მოგვარდეს.

“ეს პროექტი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ნორმალური პირობები შევუქმნათ და საცხოვრებელი გარემო გავუუმჯობესოთ”-განაცხადა ლაშა გოგიამ.

სოციალური სახლების მშენებლობის პროექტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წელს დაიწყო და ის მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. ორი წლის განმავლობაში სოციალური სახლები ჯამში 41 ოჯახს აუშენდა.

სხვა ახალი ამბები: