ლაშა გოგია – “მე მტკივა 7 ნოემბერი!”

0

“მე მტკივა 7 ნოემბერი!”-ამ სტატუსით ეხმიანება ზუგდიდის ახლადარჩეული გამგებელი ლაშა გოგია 2007 წლის 7 ნოემბერს. დღეს, როცა სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზის, ხელკეტების, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით რუსთაველის გამზირსა და რიყის მოედანზე საპროტესტო აქცია დაშალა.

“საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მძიმე, ტრაგიკული და მტკივნეული დღე არის 2007 წლის 7 ნოემბერი. თარიღი, რომელიც ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში არასოდეს წაიშლება.

2007 წლის 7 ნოემბერი ყოველთვის იქნება ასოცირებული სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გაიმეოროს მსგავსი სცენარი. საქართველოს ხელისუფლებას შესწევს ძალა იმისა, რომ ქვეყანა განავითაროს არა ძალადობის, შიშისა და ტერორის ნებით, არამედ გონივრული ნაბიჯებითა და ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით.

“მე მტკივა 7 ნოემბერი!”,-წერს ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ამავე საღამოს სპეცრაზმი შევარდა ტელეკომპანია “იმედში”, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.

ქვეყანის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანვე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა.

სხვა ახალი ამბები: