ლაშა გოგია – მუნიციპალური ტრანსპორტი პედაგოგებს უფასოდ მოემსახურება

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია საჯარო სკოლის პედაგოგებსა და დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

„თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც მომავალ თაობებს უზრდით ჩვენს ქალაქს, საქართველოს. სახელმწიფო ზრუნავს მასწავლებლებზე, თქვენს უკეთეს გარემოზე და ეს ზრუნვა გაგრძელდება. ჩვენთვის განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის წელს 100 000 ლარზე მეტი დავხარჯეთ, ასევე ყველა საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს დავუფინანსეთ ექსკურსია. საჯარო სკოლების ხელშეწყობის პორგრამა მომავალშიც გაგრძელდება და თანხები გაორმაგდება“-აღნიშნა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც გათვალისწინებული იქნება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმისას. პედაგოგებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება, ხოლო იმ პედაგოგების მგზავრობას, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მუშაობენ, მუნიციპალუტეტი დააფინანსებს და მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

სხვა ახალი ამბები: