ლაშა გოგია – ორსანტიაში ნაპირსამაგრ სამუშაოებზე მილიონზე მეტს ვხარჯავთ

0

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ორსანტიაში ამომრჩევლებს შეხვდა, სადაც   საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან ჩხოლარია   წარადგინა. შეხვედრაზე, მერობის კანდიდატმა განხორციელებულ პროექტებზე და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

„ძლიერი წვიმები პრობლემას უქმნიდა ორსანტიას მოსახლეობას, წელს ჩვენ ეს პრობლემა გადავწყვიტეთ, მდინარე ენგურზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ღირებულება მილიონ  ლარზე მეტია. მოხდა კოკი-ორსანტიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც   წელსვე დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ავაშენეთ საზოგადოებრივი ცენტრი, მოვახდინეთ შიდა გზების რეაბილიტაცია და გაზიფიცირება“ -განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

წელსვე იწყება დარჩელი-ორსანტიას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 2,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალური პროგრამებით 230-ზე მეტმა, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებით 150-მა ბენეფიციარმა ისარგებლა.

შეხვედრის დასასრულს ლაშა გოგიამ ამომრჩევლის შეკითვებს უპასუხა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

სხვა ახალი ამბები: