ლაშა გოგია სოფელ რიყეში ამომრჩევლებს შეხვდა

0

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია რიყეში  ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაზმირ ძიმცეიშვილი წარუდგინა. ლაშა გოგიამ ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო გეგმა გააცნო.

„ჩვენ რიყეში განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტები, რომლებიც თქვენს საჭიროებებზე იყო მორგებული და იყო უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახელებული. მოხდა სოფელთან დამაკავშირებელი მთავარი გზის მშენებლობა, შიდა გზების მოწესრიგება, ხიდ-ბოგირების აშენება, მოეწყო წყალმომარაგების ჭაბურღილები, მოწესრიგდა საძოვრებზე და სახნავ ფართობებზე გასასვლელი გზები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღს, მოეწყო მინი სტადიონი. ასევე, უმნიშვნელოვანეს ფაქტია, ის რომ სოფელ რიყეში იზრდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პროზიოერები, რომლთაც შევუქმენით შესაბამისი გარემო და აქვთ შესაბამისი გარემოა შექმნილი. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სპორტდარბაზს და შესაბამისი ინვენტარით აღვჭურვეთ“ – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

მომავალ წელს რიყეში, აგვისტოს ომში დაღუპული დავით ჯიქიას სახელობის პარკის კეთილმოწყობა დასრულდება. მოხდება გარე განათების მოწყობა.

რიყეს ადმინისტრაციულ ერთეულში უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ბენეფიციარებისთვის  სახლების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში 2 ოჯახს აუშებნდა საცხოვრებელი  სახლი, მესამე სახლის მშენებლობა კი ამჟამად მიმდინარეობს.

მერობის კანდიდატმა შეხვედრის მეორე ნაწილში ამომრცევლების კითხვებს უპასუხა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

სხვა ახალი ამბები: