ლაშა გოგია: სოფელ ტყაიაში მომავალ წელს გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპიც დასრულდება

0

,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ტყაიას  ამომრჩევლებს შეხვდა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ თორდია  წარუდგინა. ლაშა გოგიამ შეხვედრაზე, ტყაიაში განხორციელებულ პროექტებზე და საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა.

„ტყაიაში ძირითად პრობლემას მდინარე ენგურზე ნაპირსამაგრი წარმოადგენდა, რომელმაც არაერთხელ შეგიქმნათ საფრთხე. ჩვენ, წელს ეს პრობლემა გადავწყვიტეთ, მდინარე ენგურზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარამდეა. განვახროციელეთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი – ტყაიაში მოვაწყვეთ ბეტონის საფარი, რომლის ღირებულება, ეს გზა ავარიული იყო და ყველას გახსოვთ, როგორ ჭირდა აქ გადაადგილება, ასევე მოვაწესრიგეთ შიდა გზები, მოვაწყვეთ სანიაღვრე არხები, მილ-ხიდები, ”  – განაცხადა  ლაშა გოგიამ.

შეხვედრის ბოლოს მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში 2018 წელს გზის რეაბილიტაცია დასრუდლება.

სხვა ახალი ამბები: