ლაშა გოგია: სტადიონი რომელიც გამარჯვებებთან ასოცირდებოდა, დაგვინგრიეს – ჩვენ კი ვაშენებთ

0

ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ამ ბავშვებმა უკეთს ზუგდიდში იცხოვრონ! ჩვენ ავაშენებთ სპორტულ მოედნებს ქალაქში და სოფლად. უახლოეს დღეებში დასრულდება ზუგდიდის ცენტრაური სტადიონის მშენებლობა.

ზუგდიდის ექნება უეფას სტანდარტების სტადიონი, რომელიც 7 200-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი. იქვე კომბინატის დასახლებაში ავაშენებთ მეორე სათადარიგო სტადიონს, რომელიც 1200-ზე მეტ მაყურებელზე იქნება გათვლილი, მთლიანობაში ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი იხარჯება.

ზუგდიდს  ცენტრალური სტადიონი დღმდე არ ჰქონდა. სტადიონი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანში უამრავ კარგ მოგონებსათან და გამარჯვებასთან ასოცირდებოდა 2011 წელს, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით დაანგრიეს. ჩვენ კი ვაშენებთ! ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ ქალაქს შეეძლება სხვადასხვა საფეხბურთო ტურნირებს უმასპინძლოს. აქამდე ფეხბურთელები ნაქირავებ სტადიონზე ვარჯიშობენ, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა მოიხსნება.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონი იქნება თანამედროვე სტანდარტების სპორტული ობიექტი.  სტადიონის მიმდებარედ განთავსდება სხვადასხვა  კვების ობიექტები, მაღაზიები რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

სხვა ახალი ამბები: