ლაშა გოგია – წელს საცხოვრებელი სახლი 20 ოჯახს აუშენდება

0

უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ ანკეტირების შედეგების შეჯამება და პრიორიტეტული ოჯახების გამოვლენაზე მსჯელობა დაასრულა.კომისიის სხდომას მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია უძღვებოდა.

“კომისიამ რამდენიმე დღიანი მსჯელობის შემდეგ მუშაობა დაასრულა და გამოვლინდა ის ოჯახები, რომლებსაც მიმდინარე წელს საცხოვრებელი სახლი აუშენდებათ. სულ შეირჩა 32 ოჯახი, რომელიც უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონეა. კომისიის გადაწყვეტილებით წელს საცხოვრებელი სახლი აუშენდება 20 ოჯახს, რომელზეც ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, ხოლო ეკონომიის ხარჯზე წლის ბოლოსთვის დავამატებთ 7 ოჯახს, დარჩენილი ოჯახები კი მომავალ წელს ავტომატურად ჩერთვებიან პროგრამაში”,-განაცხადა ლაშა გოგიამ.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 175 განცხადება მიიღო, აქედან 102 სოციალური სახლების მშენებლობას, 73- კი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროგრამაში ჩართვას შეეხებოდა. კომისიის წევრებმა ყველა შემოსული განცხადება ადგილზე გადაამოწმეს და ოჯახების ანკეტირება მოახდინეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროგრამა 2015 წელს დაიწყო და ამ დრომდე მუნიციპალიტეტში სულ 41 ასეთი სახლი აშენდა. მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა სახლების მშენებლობის პროგრამა 2018 წელსაც გაგრძელდება.

სხვა ახალი ამბები: