ლაშა გოგია – ზუგდიდმა და სამეგრელომ კიდევ ერთხელ აჩვენა ერთობა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის სურვილი

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან” ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.გოგია მადლობას უხდის ყველა მხარდამჭერს გუშინდელი დღისთვის. “გუშინ ამაყი ვიყავი, რადგან ათასობით ადამიანს ვხედავდი, რომელიც ჩვენს მხარდასაჭერად იყო შეკრებილი”-აღნიშნავს ლაშა გოგია.

“გუშინ, ზუგდიდმა და სამეგრელომ კიდევ ერთხელ აჩვენა ერთობა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის სურვილი.

გუშინ ამაყი ვიყავი, რადგან ათასობით ადამიანს ვხედავდი, რომელიც ჩვენს მხარდასაჭერად იყო შეკრებილი.

მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც გუშინ ზუფდიდის მთავარ მოედანზე იდგა. განსაკუთრებული მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომელთა სიმრავლე გუშინ იგრძნობოდა, მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. მადლობა ყველას.

განსაკუთრებული მადლობა, პრემიერ-მინისტრს, გუნდს, რომელიც მე მენდო.

ჩვენ ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს!”-წერს სოციალურ ქსელში ზუგდიდის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ლაშა გოგია.

სხვა ახალი ამბები: