ლაშა გოგიამ და ედიშერ თოლორაიამ ინგირელებს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინეს

0

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ლაშა გოგია ინგირის და ოირემეს ამომრჩეველს შეხვდა და მათ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ გოგოძე წარუდგინა. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიშერ თოლორაია ესწრებოდა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამოქმედო 4 წლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო.

„უახლოეს დღეებში, ინგირში საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის სამუშაოები დაიწყება და ჯამში 30 საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის რეაბილიტაცია მოხდება, რისთვისაც 790 000 ლარია გამოყოფილი. ოთხწლიანი გეგმის მიხედვით, ოირემეში დასრულდება ცენტრალური ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. მოხდება ჭთაწყარი-ოირემეს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება. ასევე კეთილმოეწყობა სოფლის ცენტრი და დამონტაჟდება გარე განათება.

ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. მოხდება ჭავჭავაძის და ტაბიძის ქუჩების და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაცია“. – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბარათაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზა რეაბილიტირდა, ხოლო რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე არხი მოეწყო. ინგირში წყალარინების სისტემის სამუშაოები განხორციელდა. ოირემეში კი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მოხდა, რისთვისაც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სხვა ახალი ამბები: