ლაშა გოგიამ კომბინატის მაჟორიტარობის კანდიდატად სალომე ფაცაცია წარადგინა

0

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქრთველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია კომბინატის დასახლებაში ამომრჩეველს შეხვდა. მერობის კანდიდატმა, ზუგდიდის მოქმედ მერთან ირაკლი გოგოხიასთან ერთად მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ფაცაცია წარუდგინა.

„მე ამ უბნისთვის უცხო არ ვარ, აქ გავიზარდე, აქ დავდიოდი სკოლაში, დედაჩემი თამარ ფარცვანია კომბინატის საავდამყოფოში 40 წელი მუსაობდა – ძალიან მიყვარს ეს დასახლება და თითოეული აქ მცხოვრები  ჩემს პირად ახლობლად მიმაჩნია.

კომბინატში სულ რაღაც 20 დღეში ჩვენ დავასრულებთ უეფას სტანდარტების ცენტრალური სტადიონის მშენებლობას და დავიწყებთ მეორე სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. ეს სტადიონი ამ უბნის განვითარებისთის ახალი შესაძლებლობაა. ჩვენ თქვენთან მოვდივართ კონკრეტული გეგმებით და არა დაპირებებით. ისევე როგორც მთელ ქალაქს, თქვენც ძალიან მალე მოგეხსნებათ წყლის და წყალარინების პრობლემა, ეს სამუშაობი მიმდინარეობს და ამას ყველა ვხედავთ. მიწისქვეშა კომუნიკაციების დასრულებისთანავე ჩვენ დავიწყებთ ყველა შიდა გზის რეაბილიტაცია, უკვე გეგმაში გავქვს შიდა ეზოების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი ბინების ფასადების და სადარბაზოების რემონტი.

ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ფაცაციას ამ უბნის მაჟორიტარად, სალომე იქნება თქვენი ხმა ჩვენთან და თქვენი ინტერესების დამცველი. სალომე ფაცაციამ ძალიან ბევრი კეთილი საქმე გააკეთა და მას ახლა, მეტი კეთილი საქმეების კეთებისთვის, მეტი შესაძლებლობა ექნება“ – განაცხადა შეხვედრაზე ლაშა გოგიამ.

სალომე ფაცაცია „წმინდა გაბრიელის“ საქველოქმედო ფონდის დირექტორია, ის  დამფუძვნებელია საქველმოქმედო ფონდის „ვაჩუქოთ მომავალი“. სალომე ფაცაცია პროფესიით ფარმაცევტია, დამთავრებული აქვს ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსტიტეტი. გავლილი აქვს „GIPA“- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის კურსები. ფლობს  ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

სხვა ახალი ამბები: