ლაშა გოგიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ,  ვიცე მერ  გია გულორდავასთან და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანთან ერთად,   მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული  პროექტები  დაათვალიერა.

ლაშა გოგია კახათში, კოკსა და ორსანტიაში  დასრულებულ და მიმდინარე  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

კახათში, რუსთაველის  ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა. ჯამში რეაბილიტირდა 2800 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა.

აღნიშნული გზა  კახათის ადმინისტრაციულ ერთეულს, ინგირის, შამგონას და აბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებთან  აერთებს. გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

პროექტის ღირებულებამ 516 329 ლარი  შეადგინა.

ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ორსანტიასა და დარჩელის დამაკავშირებელი გზის (ორსანტიას ასფალტირებული გზიდან დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 4128 მეტრია.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია სანიაღვრეების, მიერთებისა და ეზოში შესასვლელის მოწყობა.

სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი პროექტის ღირებულება 2 000 000 ლარია.

დასრულდა კოკის ადმინისტრაციული ერთეულიდან, ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულამდე გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი. რეაბილიტირდა 1875 სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. დაიგო ბეტონის საფარი. კოკი-ორსანტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. აღნიშნული გზის რეაბილიტაციით სარგებელი კი ორივე სოფლის მოსახლეობამ, ჯამში 6000 ადამიანმა მიიღო. პროექტის  ღირებულებამ 630 000 ლარი შეადგინა. კოკი- ორსანტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2016 წელს განხორციელდა. გზის საფარის დაგების პარალელურად მოწესრიგდა სანიაღვრე არხები,მობეტონდა მოსახლეობის ჭიშკრების ბილიკები და მოწესრიგდა ტროტუარები.

მიმდინარეობს დიდინეძი-კახათის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.

გზა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვს. გზის რეაბილიტაციით სარგებელს 1250 ბენეფიციარი მიიღებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5200 მეტრი, სიგანე 6 მეტრი.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ხელოვნური წყალგამტარი ნაგებობის მოწყობა, მილის გამოცვლა ახალი ლითონის მილით. პროექტით გათვალისწინებულია 6 მიერთებისა და 65 ეზოში შესასვლელის მოწყობა, 20 ეზოში შესასვლელზე გათვალისწინებულია რკ/ბეტონის გადახურვის ფილის და 2 ეზოში შესასვლელზე ლითონის ცხაურის მოწყობა.

პროექტის ღირებულება 2 505 200 ლარია.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა ახალი ამბები: