ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მოისმინა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურისა და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის თაანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მერმა პროექტების მიმდინარეობაზე, შექმნილ პრობლემებზე, დაგეგმილ სამუშაოებსა და სოციალური სახლების შენებლობაზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიმდინარე პროექტი ვადებში, მაღალი სტანდარტის შესაბამისად შესრულდეს. აქედან გამომდინარე, სამუშაოებს ზედამხედველობას პირადად გაუწევ“ – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

ლაშა ჯაიანის ინფორმაციით, სოციალური სახლების მშენებლობა უახლოეს დღეებში დასრულდება და ახალ წელს 25 ოჯახი საკუთარ სახლში შეხვდება.

სხვა ახალი ამბები: